რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ - ევროპული ქარტია და საქართველო
საკვანძო სიტყვები:
რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია, საქართველო, ენათა ქარტიაანოტაცია
რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტია მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტია; ის იცავს საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ეთნიკური უმცირესობის ენას. ამასთან, "ენის ქარტიაში" გათვალისწინებულია სეპარატიზმისა და თავსმოხვეული კონფლიქტების რისკები. რამდენადაც "ქარტია პრეროგატივას ანიჭებს ქვეყნის ხელისუფლებას, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით თავად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულ ამა თუ იმ ენას მიენიჭება დამოუკიდებელი ენის სტატუსი”, ამდენად, არსებობს რეალური საფუძველი, საქართველომ დაადასტუროს "ენის ქარტია" ინგლისსა თუ ფინეთში ჩამოყალიბებული პრინციპების მიხედვით. ჩვენ, როგორც სპეციალისტები, ხელისუფლებას ვთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციას: "ენის ქარტიის" რატიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსტიტუციურ ფარგლებში სრულად აღდგება საქართველოს სახელმწიფო ენის ფუნქციონირება და ადეკვატურად გაანალიზდება საქართველოს ეთნიკურ-ენობრივი სიტუაცია.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2013 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .


