ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები

ავტორები

  • ნანა ლოლაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ქართული ენის სწავლება, ქართული, როგორც უცხო ენა, სწავლების პრობლემები

ანოტაცია

გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფმა 2000 წლიდან დღემდე არაერთი ტესტირება ჩაატარა სხვადასხვა დანიშნულებით: IX კლასის მოსწავლეთა გამოცდა (2000-2003 წლებში), ერთიანი ეროვნული გამოცდები (როგორც სავალდებულო გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში, ისე არჩევითი -  ლიტერატურაში), მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები, სასკოლო ოლიმპიადა IX-XII კლასელებისათვის, გარდა ამისა, ტესტური დავალებების წინასწარი გამოცდები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. გამოცდების შედეგების სტატისტიკური ანალიზი და თვისობრივი კვლევა, მართალია არაპირდაპირ, მაგრამ მაინც იძლევა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესის ერთგვარი მონიტორინგის საშუალებას. გვეხმარება არსებული ხარვეზების გამოვლენაში და გარკვეულ საფუძველს ქმნის იმის გასარკვევად, თუ რა და რატომ არის შესაცვლელი თუ დასახვეწი სწავლების პროცესში. კვლევამ აჩვენა, რომ არსებული ეროვნული სასწავლო გეგმა სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს. აუცილებელია შეიქმნას ქართული ენის სწავლების ერთიანი კონცეფცია განათლების სამივე საფეხურისთვის. ამ პროცესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენათმეცნიერების უფრო აქტიურ ჩართულობას და პედაგოგიურ საზოგადოებასთან მათ თანამშრომლობას. გარდა ამისა, უნდა იქნას მიღებული სპეციალური ზომები მასწავლებლების მაღალი კვალიფიკაციის უზრუნველსაყოფად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2013-12-12

როგორ უნდა ციტირება

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.