თანამედროვე პოლიტიკური ზეპირი ტექსტების ენობრივი თვისებურებები

ავტორები

  • თამარ ლომაძე კავკასიის უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

თანამედროვე პოლიტიკური დისკურსი, ზეპირი ტექსტები, ენობრივი თვისებურებები

ანოტაცია

ჩვენი კვლევის თემაა პოლიტიკური ტექსტის ერთ-ერთი მთავარი ტიპი - საარჩევნო დისკურსი, რომელიც ხშირად წარმატებული საარჩევნო კამპანიების მთავარ ახსნად იქცევა. წინასაარჩევნო ტექსტის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, ყურადღება გავამახვილოთ ენობრივ ასპექტებზე, გავარკვიოთ საკვანძო სიტყვები და შევისწავლოთ პოლიტიკაში გამოყენებული ტერმინოლოგია. წარმოდგენილ სტატიაში გავაანალიზეთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის - გიორგი მარგველაშვილის ორი სატელევიზიო გამოსვლა: ინტერვიუ საარჩევნო კამპანიის დასაწყისშივე, ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „პოზიცია“ და მისი ერთ-ერთი ბოლო გადაცემა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კვლავ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანი“. გამოვავლინეთ და გავაანალიზეთ გიორგი მარგველაშვილისთვის დამახასიათებელი ენობრივი თავისებურებები და სტილისტური მახასიათებლები. ჩვენი მცდელობა იყო გაგვერკვია, დაცულია თუ არა ქართული ენის ლიტერატურული ნორმები და რამდენად ხშირად გამოიყენება უცხო ტერმინები. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ ენობრივ უზუსტობაზე და რიტორიკულ ხერხებზე, რომლებსაც გ. მარგველაშვილი იყენებს აღნიშნულ გადაცემებში. აშკარაა, რომ მეცნიერებისა და მედიის გარდა, ენის სიწმინდის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს პოლიტიკოსები ასრულებენ. პოლიტიკოსების მიერ საჯარო გამოსვლების დროს დაშვებული ყველა ენობრივი შეცდომა მყისიერად აისახება ფართო საზოგადოების ენაზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2013-12-12

როგორ უნდა ციტირება

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.