თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
საკვანძო სიტყვები:
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, სალიტერატურო ენის ნორმები, სტანდარტული ენაანოტაცია
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები დიდი ხნის დადგენილია. . ენის შინაგანვითარების კანონიდან გამომდინარე, დრომ ბევრი რამ შეცვალა ქართულში. ფორმათა ძიებისა და დამკვიდრების პროცესში ენის სისტემის სხვადასხვა რგოლში, დიდი ხანია, გაჩნდა ახალი მოვლენები. სიახლეები აისახა ცოცხალ მეტყველებაშიც. გარდა იმისა, რომ თანამედროვე ეტაპზე აშკარად გამოიკვეთა წინააღმდეგობა სალიტერატურო ენასა და ცოცხალ მეტყველებას შორის, პრობლემურია ზოგი რამ თვით თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებშიც. კერძოდ: 1) ზოგჯერ ნორმირებისას გატარებული არ არის ერთი პრინციპი. ასეა, მაგალითად, თანდებულ- და ზმნიზედადართულ ფორმათა შემთხვევაში: თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა მიხედვით, ერთი მხრივ, მართებულად არის მიჩნეული ფორმები ს-ს გარეშე: ჩემკენ, ჩემ წინაშე, ჩემ წინ, ჩემ მიერ...… მეორე მხრივ კი, გამართლებულია სანიანი ფორმები: ჩემს იქით, ჩემს შემდეგ... სასაუბრო ენამ კარგად გამოხატა მისწრაფება უნიფიკაციისაკენ, სისტემურობისაკენ, რის შედეგადაც ცოცხალ მეტყველებაში გაჩნდა (გავრცელდა კიდეც) ფორმები: ჩემსკენ, ჩემს წინაშე, ჩემს წინ, ჩემს მიერ… სახელმწიფო ენის კანონის მიღება, სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნა, კომისიის საქმიანობაში სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტთა ჩართვა, საქართველოს კუთხეებში არსებული საერთოენობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ენობრივი სიახლეების, ცვლილებების აღნუსხვა შესაძლებელს გახდის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარებას, რაც, თავის მხრივ, განამტკიცებს საზოგადოების დამოკიდებულებას სახელმწიფო ენისადმი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2013 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .


