ქართულის, როგორც მემკვიდრეობის ენის 6-თვიანი კურსები საზღრებს მიღმა მცხოვრები ქართველებისათვის

დასრულდა ა(ა)იპ ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ქართულის, როგორც მემკვიდრეობის ენის უფასო, 6-თვიანი  კურსების მეორე ეტაპი თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის.  კურსის დასასრულს,  ჩვენმა სტუდენტებმა ჩააბარეს A1 დონის გამოცდა (ენათა ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების მიხედვით) და სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა  არჩილ კალანდიამ კურსის მსმენელებს გადასცა სერტიფიკატები,  რომელსაც ხელს აწერენ ა(ა)იპ ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მანანა ტაბიძე და ქართული ენის კურსების დირექტორი,   ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარი,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ენათმეცნიერი თინათინ მილორავა. კურსების თანაორგანიზატორები არიან სამსუნის ქართული სათვისტომოს დირექტორი,  ბატონი ეიუფ ელმასი  და წევრები: ბატონი სინან იავუზი და ბატონი ჯემალ სერთასი.

ქართულის, როგორც მემკვიდრეობის ენის შემსწავლელთა უფასო კურსები თურქეთელი ქართველებისათვის 2026 წლის აპრილიდან განახლდება.