საქართველოს სახელმწიფო ენის ფლობის დონის განსაზღვრა საჯარო მოხელეებისა და საქართველოს მოქალაქეობის მოსურნე პირთათვის

ავტორები

  • მარიკა ოძელი საქართველოს განათლების სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საკვანძო სიტყვები:

სახელმწიფო ენის ფლობის დონეები, საჯარო მოხელეები, საქართველოს მოქალაქეობა

ანოტაცია

ევროპულ სივრცეში თანამედროვე ენების სწავლების, სწავლისა და შეფასების უნიფიცირებსათვის, საერთო ევროპული ენობრივი პოლიტიკა ეფუძნება ენობრივი ცოდნის სპეციფიკურ სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა  და იხვეწებოდა ევროპის საბჭოში. ეს არის ენის ექვსდონიანი სისტემა, რომელიც მოსწავლეზეა ორიენტირებული და აკმაყოფილებს ნებისმიერი ასაკის შემსწავლელის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ენების საცნობარო დონის აღწერა განისაზღვრება ენობრივი კატეგორიების, ფუნქციების, გრამატიკისა და ლექსიკის ანალიზის შესაბამისად. ენობრივი უნარები მოიცავს აღქმას (მოსმენა, კითხვა) და წარმოებას (ლაპარაკი, წერა). საერთო ევროპული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ ქართული ენის, როგორც უცხო ენის, საცნობარო დონის აღწერა. საპილოტე ვერსია, რომელიც ეფექტურად გამოიყენებოდა და წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს მიერ შემუშავებული ვერსია განხილულია წინამდებარე სტატიაში. აღსანიშნავია, რომ  თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებმა განაპირობა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის განსაზღვრის აუცილებლობა საჯარო მოხელეებისა და საქართველოს მოქალაქეობის მაძიებელი პირებისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ შევიმუშავეთ ქართული ენის, როგორც უცხო ენის, საცნობარო დონის აღწერა, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირების ენობრივი ცოდნის დონე. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას კომპეტენტური კომისია, რომელიც დაადგენს საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირების ცოდნის დონეს. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, უნდა დავფიქრდეთ, შეესაბამება თუ არა ჩვენს მიერ შექმნილი აღწერა საჯარო მოხელეების ცოდნის დონის დადგენას. მსგავსი ტიპის აღწერილობა შეიძლება მომზადდეს ქართული ენის, როგორც მშობლიური ენისთვის და მის საფუძველზე განისაზღვროს საჯარო მოხელეების ცოდნის დონე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2013-12-12

როგორ უნდა ციტირება

ოძელი მ. (2013). საქართველოს სახელმწიფო ენის ფლობის დონის განსაზღვრა საჯარო მოხელეებისა და საქართველოს მოქალაქეობის მოსურნე პირთათვის. ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები, (2), 108–133. Retrieved from https://kartvelology.openjournals.ge/index.php/apk/article/view/10345