E-ISSN: 3088-414
2026 წლის 7 მაისი: მემორანდუმის გაფორმება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
დღეს, 2026 წლის 7 მაისს, ა(ა)იპ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, პროფ. ტარიელ ფუტკარაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა.
სხდომა დალოცა ეროვნული მოძრაობის მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო – ერთ-ერთმა ლიდერმა, წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორმა მამა მირიან სამხარაძემ.
მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. თეა ჯუღელი და ქართველური ენათმეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფ. მერაბ ნაჭყებია.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მოგონებებითა და მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ეთნოლოგი − როლანდ თოფჩიშვილი, ენათმეცნიერები: მანანა ტაბიძე, ივანე ლეჟავა, მიხეილ ლაბაძე, ნათია ფუტკარაძე, ისტორიკოსები: ზურაბ პაპასქირი და მიხეილ ქართველიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებას შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.














